„ზოგი ამბობს, რომ ყავა ძილის საშუალებას არ გვაძლევს , მაგრამ ის ხელს არ გვიშლის , ვიოცნებოთ“.

„ოცნების ასრულება“

Tupinamba  ოცნებით დავიწყეთ და ყავის წყალობით, 100 წლის შემდეგ,  ვაგრძელებთ ოცნებების ასრულებას, ჩვენ ეს შევძელით!

კაფეებში Tupinamba 1897 წელს დაიბადა,  როგორც კომპანია, პროდუქტი და ბრენდი . იმ დროს  სახლის გარეთ აღებული ყავა ჯერ კიდევ სიახლე იყო , თუმცა უხარისხო. Cafés Tupinamba იყო პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა  საუკეთესო ყავის ნაზავი სხვადასხვა ქვეყნიდან, პერსონალურ შეფუთვაში, თავისი ბრენდის ქვეშ.

Tupinamba დაიბადა მოდერნისტული ბარსელონას გულში და ამის დასტურია ყველასთვის ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, რამონ კასასის მიერ საჯაროდ  შესრულებული ნახატი.

 წლების განმავლობაში,  თაობიდან თაობამდე,  შევძელით ჩვენი ოცნების ასრულება ყოველთვის საუკეთესო ხარისხის ყავების დამზადებით, ახალი და ავანგარდული ბრენდის იმიჯით, ეს იყო  განახლების ოცნებების და პროექტების სრულყოფა.

Tupinamba ყავის ონლაინ მაღაზია გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიირთვათ პრემიუმ კლასის ყავა სახლში . ტუპინამბას ონლაინ მაღაზია არა მხოლოდ საიტი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ყავის ასორტიმენტზე, ეს ადგილია , სადაც თქვენ მოგემსახურებათ პრემიუმ კლასის მრჩეველი და მხოლოდ თქვენთვის , პერსონალურად შეარჩევს თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ტუპინამბას უმაღლესი ხარისხის ბლენდს, ხოლო ადგილზე მოტანის უფასო სერვისი, რომელიც აღიარებულია ჩვენი კლიენტების მიერ მისი პუნქტუალურობით, აუცილებლად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ყველა ჩვენს მიერ გამოყენებული ყავის ჯიშები განსხვავდება თავისი „ტერერორით“ (ნიადაგი, კლიმატი და ადგილმდებარეობა). რაც ხაზს უსვამს Tupinamba-ს ბლენდების და კაფსულების განსხვავებულობას და უნიკალურობას.