ავტომატური ყავის აპარატი SAECO Royal gran crema

Saeco Royal Gran Crema – ავტომატური ყავის აპარატი

  • სიმძლავრე: 1850 W
  • წყლის რეზერვუარი: 2.2 ლ
  • მარცვლეულის კონტეინერი: 350 გ
  • წნევა: 15 bar
  • ზომები: 334 x 380 x 450 მმ
  • წონა: 15 კგ
  • ტიპი: სუპერავტომატური (Bean-to-Cup)

კომპაქტური, ძლიერი და მარტივი მართვის პროფესიონალური აპარატი, რომელიც იდეალურია ოფისისა და HoReCa სივრცისთვის.

Original price was: 1100,00 ₾.Current price is: 700,00 ₾.

Saeco Royal Gran Crema წარმოადგენს სრულად ავტომატურ ყავის აპარატს, რომელიც შექმნილია ყოველდღიური ინტენსიური გამოყენებისთვის და უზრუნველყოფს სტაბილურ ხარისხს თითოეულ ფინჯანში.

აპარატი საშუალებას გაძლევთ ერთი ღილაკით მოამზადოთ ესპრესო, რძიანი სასმელების მომზადება ამ მოდელზე მოითხოვს ხშირ წმენდვას . მარტივი მართვის პანელი და გრაფიკული ეკრანი უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას, ხოლო პროგრამირების შესაძლებლობა გაძლევთ სრულ კონტროლს ყავის სიმძლავრეზე, ტემპერატურასა და მოცულობაზე.

დიდი მოცულობის წყლისა და მარცვლეულის კონტეინერები ამცირებს ხშირი შევსების საჭიროებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფისებსა და დატვირთულ ობიექტებში. აპარატი ასევე მუშაობს როგორც მარცვლეულზე, ისე წინასწარ დაფქვილ ყავაზე.

მოხსნადი brewing unit და მარტივი წმენდის სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს მოვლას, ხოლო სწრაფი გაცხელების სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას — ზედმეტი ლოდინის გარეშე.

ძირითადი უპირატესობები:

  • ერთი შეხებით მომზადება (Bean-to-Cup)
  • პროგრამირებადი პარამეტრები
  • დიდი მოცულობის კონტეინერები
  • მარტივი მოვლა და წმენდა