☕ Tupinamba Decaf წარმოადგენს 100% არაბიკას მარცვლებისგან შექმნილ უკოფეინო ბლენდს, რომელიც სპეციალური დამუშავების პროცესის შედეგად ინარჩუნებს ყავის ბუნებრივ გემოსა და არომატს. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ერიდება კოფეინს, მაგრამ არ სურს ხარისხიანი ყავის გამოცდილებაზე უარის თქმა.
ბლენდი აერთიანებს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ არაბიკას მარცვლებს, რაც ქმნის დაბალანსებულ, რბილ და ჰარმონიულ გემოს პროფილს. (ძირითადი შემადგენლობა - ბრაზილიური წარმოშობის ყავის მარცვალი)
კოფეინის მოცილება ხდება სპეციალური (წყლის) მეთოდით, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს მარცვლის ბუნებრივ არომატულ თვისებებს და გემოს.
საშუალო მოხალვა (Medium Roast), რომელიც უზრუნველყოფს რბილ, დაბალანსებულ და მარტივად დასალევ პროფილს.
რბილი, ნაზი და სასიამოვნო დასრულებით.
იდეალურია:
განსაკუთრებით რეკომენდებულია საღამოს ან დღის მეორე ნახევარში მოხმარებისთვის.